,,ბურატინო“ ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის II ა კლასში ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის II ა კლასში კითხვის საათის რამოდენიმე გაკვეთილი დავუთმე ტოლსტოის ,,ბურატინოს თავგადასავალს.“ ბავშვები გაეცვნენ მთავარ მოქმედ გმირებს. ამის შემდეგ 2015 წლის 29 მაისს დაესწრენ ქ. ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრის სპექტაკლს : ,,ბურატინოს თავგადასავალს.“ 2 ივნისს ბავშვებმა შექმნეს დიორამები ,,ბურატინოდან“. დიორამა ერთ-ერთი რთული, კომპლექსური და საინტერესო მეთოდია. ბავშვებმა მოიტანეს მცირე ზომის მუყაოს ყუთები, წებო, მაკრატელი, ფერადი ქაღალდები, ქსოვილები, ფლომასტერები, ფერადი ფანქრები, თოჯინები, სათამაშო ჭურჭელი... მოსწავლეებთან ერთად ტექსტი დავყავი ეპიზოდებად და მათი დახმარებით დავასათაურე გამოყოფილი ეპიზოდები. მოსწავლეები დავყავი ხუთ ჯგუფად, მათ დავურიგე დიორამისთვის საჭირო მასალა და მივეცი ინსტრუქცია. ბავშვებმა დამოუკიდებლად მიიღეს გადაწყვეტილება, რა მასალის დაკავშირება შეეძლოთ მათთვის განკუთვნილ ეპიზოდთან. დროდადრო მივდიოდი ბავშვებთან, ვაძლევდი საჭირო მითითებებს და ვეხმარებოდი. ბოლოს ჯგუფებმა მოაწყვეს პრეზენტაცია.
,,ჩვენ ვკითხულობთ გალაკტიონს"
ქ. ქუთაისის # 14 საჯარო სკოლის მე-4 ბ კლასში ( კლასის ხელმძღვანელი იზო ღვიტიძე) ბავშვებმა წაიკითხეს გალაკტიონის ლექსები.
Комментариев нет:
Отправить комментарий