გვერდები

понедельник, 26 января 2015 г.

სამოდელო, ინტეგრირებული, პროექტ-გაკვეთილები

 სამოდელო გაკვეთილის გეგმა
სამოდელო გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმის მოკლე აღწერა
        საგანი__ქართული ენა______________
კლასი___I____________
 1. სახელი და გვარი: ნინო ელბაქიძე
 2. თემის სახელწოდება: .გოგებაშვილი „ჭიანჭველა და ფუტკარი.“ მარცვალისიტყვაკითხვითიწინადადება.




3. გაკვეთილის სასწავლო მიზნები:

1.     კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების განვითარება
2.     სწორი და ხმამაღალი კითხვის ჩვევის განმტკიცება
3.     საკუთარი აზრის დასაბუთება.
ს                4. სწავლის შედეგები:

ქართ.I. 2. მოსწავლემ უნდა შეძლოს მარტივი ინფორმაციის გადმოცემა  მისთვის ნაცნობ თემებზე. წინასწარ მიცემული გეგმის/ინსტრუქციის მიხედვით თანმიმდევრულად გადმოსცეს ფაქტები.



ქართ.I. 3. მოსწავლემ შეძლოს მართლმეტყველების ელემენტალური წესების დაცვა, წინადადების დასრულება გამოხატოს პაუზით და შესაბამისი ინტონაციით.



ქართ.I.4. მოსწავლემ შეძლოს მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება:

ა) უპასუხოს შეკითხვებს წაკითხულ ტექსტთან დაკავშირებით;

ბ) ამოიცნოს პერსონაჟის ემოციური მდგომარეობა;

გ) მონაწილეობა მიიღოს პერსონაჟის ჯგუფურ დახასიათებაში;

დ) მონაწილეობა მიიღოს ტექსტის სახელდახელო ინსცენირებაში, აირჩიოს როლის შესატყვისი ინტონაცია და ჟესტ-მიმიკა;

ე) შეაფასოს წაკითხული( მოეწონა/არ მოეწონა);


ვ) შეაფასოს პერსონაჟი და მისი საქციელი( კეთილია/ბოროტია; კარგად მოიქცა/ცუდად მოიქცა და ა.შ.).

5. მიმდინრეობა (აქტივობა და დრო)

1.   კითხვისთვის მზადება. პირველკლასელებს ვთხოვ კარგად მოუსმინონკლიპსდაუკვირდნენ ფუტკრის თვისებებსშემდეგ გავახსნევინებბუკებსწინასწარ დოკუმენტებში გამზადებულ კლიპს მოვასმენინებ,რომან რცხილაძის და ბასტი-ბუბუს ბავშვების სიმღერას ფუტკარზეაქკარგად ჩანს რა თვისებები აქვს ფუტკარსშემდეგ ვეკითხები ჯგუფს რაარის ფუტკარიკიდევ რომელი მწერები იციანბავშვები სავარაუდოდამბობენბუზიჭიანჭველაკოღო... მოსწავლეებს ვესაუბრები მწერებისშესახებსად ცხოვრობენრა ზიანი მოაქვთრომელია მათ შორისსასარგებლო..., მოსწავლეები თავადაც იხსენებენ სათანადო ინფორმაციას.ყურადღებას ვამახვილებინებ ფუტკარზეგაიხსენონ როგორი იყო კლიპშიფუტკარი(ბზუილათაფლის მომცემიმშრომელი...), გაიხსენონ კიდევრომელი მშრომელი მწერი იციანაქ ბავშვები დაასახელებენ ჭიანჭველას.ისაუბრებენ რა მსგავსება და განსხვავებაა მათ შორისდაფაზე გავაკეთებ,,ვენის დიაგრამას“ და შევავსებ ბავშვების პასუხებით:


4


აქვე მოსწავლეებს ვაჩვენებ ჩემს მიერ  PowerPoint-ში წინასწარმომზადებული პრეზენტაციას: ,, მწერები“ და powtoon-ში ჩემს მიერშექმნილ რესურსს: https://www.youtube.com/watch?v=rCOzxAZoyhE



7 (7 წუთი).
2. ტექსტის კითხვა.ვკითხულობ ტექსტსთავიდან ბოლომდე,შემდეგ მოსწავლეებიკითხულობენ ნაწილ-ნაწილ და ავხსნი ახალსიტყვებს დაგამოთქმებს:
ჯაფა-შრომა
უსამართლობა-უკანონობა
სასარგებლო-სარგებლობის მომტანი
არაფრად გაგდებს-არ გაფასებენპატივს არ გცემენ
ახალი სიტყვა-გამოთქმების გამოყენებით სდგება წინადადებებიშემდეგკი ვარჯიშობენ კითხვაში(გაგრძელებით კითხვაგუნდური კითხვა) 13წუთი..



ტექსტის ანალიზი.  მოსწავლეები ჯერშინაარსობრივიკითხვების (Iდონის)საშუალებითგადმოსცემენ ტექსტისშინაარსსშემდეგ კიაანალიზებენ მას დააკეთებენ სათანადოდასკვნებსაფასებენპერსონაჟების საქციელს,ასაბუთებენ თავიანთაზრს:

-რა წამოეკიდა ჭიანჭველასრას ჩიოდა იგი?

-ტექსტის მიხედვით დაახასიათეთ ფუტკარიჭიანჭველა.

-ეთანხმებით ფუტკრის პასუხსრატომ?

შეიძლება კლასის აზრი ორად გაიყოს და მინი დისკუსია გაიმართოს.ნაწილი დაეთანხმოს ფუტკარსნაწილმა კი შეიძლება ტრაბახადჩათვალოს.მოსწავლეებს საშუალება ექნებათ თავიანთი აზრი გამოთქვანდა დაასაბუთონრატომ ფიქრობენ ასეშეიძლება გზადაგზა დისკუსიასსწორი მიმართულება მივცემაგრამ ძალზე ტაქტიანადმოსწავლეებიუნდა მიეჩვიონ სხვისი აზრის მოსმენას და პატივისცემასსაკუთარიაზრის დასაბუთებასშეიძლება გაკეთდეს რუკაც .



ტექსტის ანალიზის შემდეგ მოსწავლეებს ტექსტს წავაკითხებროლებად (მთხრობელიფუტკარიჭიანჭველა). შემდეგ ვავარჯიშებთხრობაზე(10 წუთი).







   








ენობრივ მასალაზე დაკვირვება.
ტექსტში ერთი კითხვითი წინადადებაა („მეტი უსამართლობა კიდევიქნება?“).

ერთმარცვლიანი სიტყვა ხუთიადაარკიშენმე;

ორმარცვლიანიამარტოყველა..

სამმარცვლიანიაუღონო...

აქ მოსწავლეებს ბუკებში გადავუგზავნი წინასწარ გამზადებულსავარჯიშოსდაწერილი იქნება სიტყვებისადაც უნდა იპოვონერთმარცვლიანი სიტყვები.

აქვე ხდება ანდაზის გააზრება: ,,ბევრი ბუზი ბზუისოფუტკართან ყველატყუისო.“ (3 წუთი).












  საშინაო დავალება

      მოსწავლეებს დავალებად მივეციდროებით პატარა მწერლებადქცეულიყვნენ და გაეგრძელებინათ ნაწარმოებიზეპირად მოეფიქრებინათდასასრულიხოლო ფურცლებზე თავიანთი წარმოსახვით დაეხატათ ესდასასრულიმაგალითადშეიძლება ფუტკარი და ჭიანჭველა დაამეგობრადა ხელგადახვეული ფუტკარი და ჭიანჭველა დახატა.(2წუთი).



 შეფასება:


 მინი-დისკუსიასავარჯიშოს შესრულება.


განმავითარებელი კომენტარის სახით.

რესურსები:
ტექნიკა და რესურსები -  მასწავლებლის ნოუთბუკი, 26 მოსწავლისბუკიდედაენის წიგნიცარციდაფასაწერი კალამი.



ინფორმაციის წყარო (ნაბეჭდიელექტრონული და სხვა..)

,,დედაენის“I კლასის სახელმძღვანელოავტმაღლაკელიძე.მაღლაკელიძე; ,,ქართული ენა და ლიტერატურა“ I კლასიმასწავლებლისწიგნი. PowerPoint-ის პროგრამა. www.Mirgif.com. www.youtube.com/watch?v=JMYqQI6u6DAgoogle. ვიკიპედია






 შეფასების ფურცელი
1.  )ვერ ისმენს და ვერიგებს ნაცნობთემატიკაზე შექმნილმცირე ზომისტექსტებს და ვერგამოხატავს თავისდამოკიდებულებას.  ბ)ვერ ამოიცნობსმარტივი ტექსტისარსებით ენობრივ-გრამატიკულ ნიშნებს.
2.

ისმენს და იგებსნაცნობ თემატიკაზეშექმნილ მცირე ზომისტექსტებსმაგრამ ვერგამოხატავს თავისდამოკიდებულებას. ბ) 
ზოგჯერ ამოიცნობსმარტივი ტექსტისარსებით ენობრივ-გრამატიკულ ნიშნებს.
3.
ა) ისმენს და იგებსნაცნობ თემატიკაზეშექმნილ მცირე ზომისტექსტებს დადაუსაბუთებლადგამოხატავს თავისდამოკიდებულებას. ბ) უმეტესწილადამოიცნობს მარტივიტექსტის ენობრივ-გრამატიკულ ნიშნებს
4.ა) ისმენს და იგებსნაცნობ თემატიკაზეშექმნილ მცირე ზომისტექსტებს დადასაბუთებულადგამოხატავს თავისდამოკიდებულებას. ბ) სწრაფად დაუშეცდომოდამოიცნობს მარტივიტექსტის ენობრივ-გრამატიკულ ნიშნებს.



ანბანთან შეხვედრა 1 ა კლასში









   სსიპ . ქუთაისის 1 კლასი (კლასის ხელმძღვანელი: მაია ონიანი) საზეიმო ვითარებაში შეხვდა ანბანს.




















პატარები იაკობ გოგებაშვილის ,,დედაენას“ პაწია თითებით მოწიწებით შლიდნენ და თითს აყოლებდნენ ,,აი იას.“


ანბანთან შეხვედრა 1 ბ კლასში


   სსიპ . ქუთაისის 1 კლასი (კლასის ხელმძღვანელი: ხათუნა გვიშიანი) საზეიმო ვითარებაში შეხვდა ანბანს.



მასწავლებელმა პატარებს იაკობ გოგებაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა გააცნოესაუბრა ,,დედაენისმნიშვნელობაზე

 ,,ია. აი ია“-პაწია თითებს აყოლებდნენ წიგნს პატარები






    პროექტი-გაკვეთილი:

 ,,დავით აღმაშენებელი“

       მე-4 ბ კლასში


სსიპ ქ.ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის მე-4 ბ კლასში (კლასის ხელმძღვანელი: თამილი ბერაძე) ჩატარდა პროექტ-გაკვეთილი თემაზე: ,,დავით აღმაშენებელი.“




სსიპ ქალაქ ქუთაისის N14 საჯარო სკოლის მე-4 ბ კლასმა  დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით იმუშავა პროექტზე "გაერთიანებული საქართველოს მეფე დავით IV აღმაშენებელი". ამ პროექტით კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი საქართველოს უძლიერეს მეფეს, მუშაობისას მოსწავლეებმა გაიხსენეს ჩვენი დიდი მეფის, დავით აღმაშენებლის მეფობის პერიოდი, იმდროინდელი საქართველო და ის დიდი ღვაწლი, რომელიც მიუძღვის მეფედ–მეფე დავითს საქართველოს გაძლიერებასა და გაერთიანებაში.













1.პროექტის სახელწოდება: დავით აღმაშენებელი
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა)1-2წინადადებით: მოსწავლეები გაეცნობიან დავით აღმაშენებლის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, ცხოვრებისეულ ეპიზოდებს.

3.პროექტის აქტუალურობა:პროექტის მიზანია მოსწავლეებმა მოიძიონ ვიდეო და ფოტომასალა დავით აღმაშენებლის ცხოვრებიდან და მოღვაწეობიდან.
4.მოსწავლეთა ასაკი:მე-4 კლასი.
5.ვადები-ხანგრძლივობა: 1 თვე.
6.მოსალოდნელი შედეგები-პროდუქტები,რაც ეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გაეცნობიან ღრმად დავით მეფის ცხოვრებას, მათ შესაძლოა დაწერონ ჩანახატები, ესეები, გამოუვან კედლის გაზეთი, მათ გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების,მასალის კომპიუტერულად დამუშავების,ჯგუფურად მუშაობის უნარ-ჩვევა,უკეთ გაეცნობიან საკუთარი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას.
7.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: დამხმარე ლიტერატურის მოძიება, საჭირო ინფორმაციის მოპოვება ინტერნეტის საშუალებით, ექსკურსია, ფოტოების გადაღება მუზეუმში მოსწავლეების მიერ,მეფის ფოტო-სურათების გამოფენა სკოლაში,ელ.ვერსიის ედგენა.
8.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
    1.პროექტში მონაწილე ბავშვების რეგისტრაცია.

    2.ფოტო მასალების დამზადება და გაფორმება.

    3.საორიენტაციო კითხვების შედგენა.

    4.პრეზენტაცია.

9.საგნებთან(საგნობრივ ჯგუფებთან)ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
     ლიტერატურაში-მოსწავლეს განუვითარდება საკომუნიკაციო უნარები: მოსმენა, წერა, კითხვა.

      ხელოვნებაში-დავით მეფის ხანიდან შეასრულებენ ნახატებს.

      ისტ-ში-ისტ-ის გამოყენება საუკეთესო საშუალებაა,ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ მასალებს,ატვირთავენ სურათებს ვებ-გალერეაში.

პროექტის ხელმძღვანელი: თამილი ბერაძე.

სასწავლო პროექტი ,,დავით არმაშენებელი" 

მე-3 ბ კლასში




1.პროექტის  სახელწოდება:
,,
დავით აღმაშენებლი"
2.პროექტის მთავარი  იდეა; მოსწავლეები   მოიძიებენ   ინფორმაციას  ინტერნეტისა და კლასგარეშე  ლიტერატურის  გამოენებით და  მოხდება  მათი   ნამუშევრების გამოფენა.
3.პროექტის  აქტუალობა;  მოსწავლეები  სიღრმისეულად  გაეცნობიან  აღნიშნულ პერიოდს,  რომელიც  ხელს  შეუწობს  ცოდნის გაფართოებას  ეპოქის შესახებ., მოეწყობა ექსკურსია გელათში.
4.პროექტის  მიზნები: მოახდინოს  ანალიზი  საქართველოს  მაშინდელი  მდგომარეობის შესახებ.
5.მონაწილეთა ასაკი-  მე-3 კლასი
6..ვადები-1თვე.





8.
მოსალოდნელი შედეგები:   ეროვნულ  სასწავლო   გეგმასთან  კავშირი ,შეისწავლიან  ჩვენი ერის   ყველაზე საუკეთესო პერიოდს და გააუმჯობესებენ  კვლევა-ძიების უნარებს ; ლიტერატურაში განუვითარებს  ძირითად საკომუნიკაციო  საშუალებებს  კითხვას,წერას, მოსმენას და  საუბარს.
9.
რესურსები: ინტერნეტში  მოძიება  ,სახელმძღვანელო, კლასგარეშე  ლიტერატურა.


10.
პროექტის   მსვლელობა;  კლასი დაიყოფა ჯგუფებად,   შემუშავდება გეგმა, გადანაწილდება  ფუნქციები, ვინ რას  და  როდის  აკეთებს.






11.
საგნებთან  კავშირი-ამ პროექტით  მომავალი  თაობა  შეისწავლის ჩვენი  ისტორიის აღნიშნულ  პერიოდს  ,დამყარდება საგანთაშორისი კაშირი  ლიტერატურასთან, რელიგიასთან  და ხელოვნაბასთან
12.
პროექტის ხელმძღვანელი: ნანული გაგოშიძე



 გაკვეთილი თემაზე: ,,ჩაცმის კულტურა სკოლაში და სკოლის გარეთ.“












სსიპ ქ.ქუთაისის # 14 საჯარო სკოლის მე-3 ბ კლასში ( კლასის ხელმძღვანელი: ნანული გაგოშიძე) ჩატარდა გაკვეთილი თემაზე: ,,ჩაცმის კულტურა სკოლაში და სკოლის გარეთ.“
მასწავლებელმა მოსწავლეებს ჩაცმის კულტურაზე ესაუბრა. მოსწავლეებისთვის გაკვეთილი საინტერესო აღმოჩდა.


გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმის მოკლე აღწერა
        საგანი__ქართული ენა_და ბუნებისმცოდნეობა
ინტეგრირებული გაკვეთილი_____________
კლასი___II ა_____________
 18 თებერვალი. 2015.
2015 წლის 18 თებერვალს სსიპ ქ. ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის მე-2 ა კლასში (კლასის ხელმძღვანელი ნინო ელბაქიძე) ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ბუნებისმცოდნეობაში. გაკვეთილის თემა იყო,,ფუტკარი და მტრედი“ (იგავ-არაკი) და ფრინველები და მწერები.
გაკვეთილი დაიწყო ფრანგული ზღაპრის ,,ჩიტბატონას“ გამოკითხვით. მეორეკლასელებმა გაიხსენეს რა ნაწარმოებები ისწავლეს მწერებზე, გაიხსენეს მწერების  თვისებები. ნახეს  PowerPoint-ში გამზადებულ სლაიდები, სადაც მტრედის სურათზე დაკვირვება მოახდინეს. მასწავლებელმა მოსწავლეებს ესაუბრა ფრინველების შესახებ. მოსწავლეებმა თავადაც გაიხსენეს სათანადო ინფორმაცია. მასწავლებელმა მოსწავლეებს ყურადღება გაამახვილებინა ფუტკარზე, გახსენა როგორი იყო კლიპში ფუტკარი(ბზუილა, თაფლის მომცემი, მშრომელი...). ესაუბრა მწერებსა და ფრინველებს შორის მსგავსებასა და განსხვავებაზე. მსწავლებელმა დაფაზე გააკეთა ,,ვენის დიაგრამადა შეავსო ბავშვების პასუხებით.
აქვე მოსწავლეებს აჩვენა powtoon-ში მის მიერვე შექმნილი რესურსი: https://www.youtube.com/watch?v=rCOzxAZoyhE და https://www.youtube.com/watch?v=d5WAnIz5UCA&feature=share
ბავშვებს აქვე გააკეთებინა PowerPoint -ში გამზადებული ტესტებიც.


მასწავლებელმა ახსნა იგავ-არაკი და ახალი სიტყვა-გამოთქმების გამოყენებით შედგა წინადადებები, შემდეგ კი ბავშვებმა ივარჯიშეს კითხვაში (გაგრძელებით კითხვა, გუნდური კითხვა).
გაიხსენეს საგნის აღმნიშვნელ სიტყვები და შეუსაბამეს მათ მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვები და პირიქით.
აქ მასწავლებელმა მოსწავლეებს ბუკებში გადაუგზავნა წინასწარ გამზადებულსავარჯიშო. ტექსტში უნდა ეპოვნათ მოქმედების აღნიშვნელი სიტყვები, მოენიშნათ და წითლად გააფერადებინათ.
აქვე მოხდა ანდაზების გააზრება.
გაკვეთილმა საინტერესოდ ჩაიარა. დამსწრე კოლეგებმა  აღნიშნეს, რომ თემა ამომწურავად იყო მიწოდებული.  ხაზი გაესვა იმას, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გაკვეთილის ახსნა მოსწავლეებს მოტივაციას უზრდის და მათთვის მასალას უფრო დასამახსოვრებელს ხდის.































1.    სწავლის შედეგები
ქართ.II.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს  აქტიური ლექსიკისა და ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება.
ქართ. II. 6. მოსწავლე შეძლოს მასწავლებლის მიერ წაკითხულ მხატვრულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება, მონაკვეთების წაკითხვა და გაგება.

ბუნ.II.1. მოსწავლემ შეძლოს მცენარის და ცხოველის სხეულის ძირითადი ნაწილების აღწერა.
ბუნ.II.2. მოსწავლემ შეძლოს განიხილოს ზრდა, როგორც ცოცხალის თვისება.
ბუნ.II.3. მოსწავლემ შეძლოს ადვილად დაკვირვებადი მოძრაობების აღწერა.
ბუნ.II.9. მოსწავლეს შეეძლოს გარემოსადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.


2.    მიმდინარეობა
(აქტივობა და დრო)
1.      კითხვისთვის მზადება.
მეორეკლასელებს ვთხოვ კარგად გაიხსენონ რა შედის ცოცხალ ბუნებაში, როგორია მწერები, გაიხსენონ რა ნაწარმოებები ვისწავლეთ მწერებზე, გაიხსენონ მწერების  თვისებები. წინასწარ PowerPoint-ში გამზადებულ სლაიდებს ვანახებ, სადაც მტრედის სურატზე დაკვირვებას მოვახდენთ და აქვე ვიპოვით მტრედის თავს, კისერს, ნისკარტს, ტანს, ფეხებს, ფრთებს.   მოსწავლეებს ვესაუბრები ფრინველების შესახებ, სად ცხოვრობენ,რით არიან შემოსილი..., მოსწავლეები თავადაც იხსენებენ სათანადო ინფორმაციას. ყურადღებას ვამახვილებინებ ფუტკარზე, გაიხსენონ როგორი იყო კლიპში ფუტკარი(ბზუილა, თაფლის მომცემი, მშრომელი...), გაიხსენონ კიდევ რომელი მშრომელი მწერი იციან.  რა მსგავსებას და განსხვავებას ხედავენ მწერებსა და ფრინველებს შორის. დაფაზე გავაკეთებ ,,ვენის დიაგრამას“ და შევავსებ ბავშვების პასუხებით:





ფრინველი                                                                 მწერი
აქვე მოსწავლეებს ვაჩვენებ powtoon-ში ჩემს მიერ შექმნილ რესურსს: https://www.youtube.com/watch?v=rCOzxAZoyhE და https://www.youtube.com/watch?v=d5WAnIz5UCA&feature=share
აქვე გავკეთებს PowerPoint -ში გამზადებულ ტესტებს
 (15 წუთი).
2.      ტექსტის კითხვა.
ტექსტს ვკითხულობ  თავიდან ბოლომდე PowerPoint -ში მომზადებულს, შემდეგ მოსწავლეები კითხულობენ ნაწილ-ნაწილ და ავხსნი ახალ სიტყვებს და გამოთქმებს:
ჯაფა-შრომა
ნეკერჩხალი-ხე დიდი ფოთლებით
თვლემს- ძილი ერევა
ჩირგვი-ბუჩქი
ახალი სიტყვა-გამოთქმების გამოყენებით დგება წინადადებები, შემდეგ კი ვარჯიშობენ კითხვაში(გაგრძელებით კითხვა, გუნდური კითხვა) (15 წუთი)
3.      ტექსტის ანალიზი.
 მოსწავლეები ჯერ შინაარსობრივი კითხვების (Iდონის) საშუალებით გადმოსცემენ ტექსტის შინაარსს, შემდეგ კი აანალიზებენ მას და აკეთებენ სათანადო დასკვნებს, აფასებენ პერსონაჟების საქციელს, ასაბუთებენ თავიანთ აზრს:
-როგორ გადაარჩინა მტრედმა ფუტკარი?
-როგორ გადაუხადა სამაგიერო ფუტკარმა?
-რისი თქმა სურს ამ ნაწარმოებით მწერალს?
შევასრულებთ სავარჯიშოებს ტექსტიდან.
        (10 წუთი).
4.      ენობრივ მასალაზე დაკვირვება.
გავიხსენებთ საგნის აღმნიშვნელ სიტყვებს და შევუსაბამებთ მათ მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვებს და პირიქით.
აქ მოსწავლეებს ბუკებში გადავუგზავნი წინასწარ გამზადებულ სავარჯიშოს. დაწერილი იქნება ტექსტი, სადაც უნდა იპოვონ მოქმედების აღნიშვნელი სიტყვები, მონიშნონ და წითლად გააფერადონ.
აქვე ხდება ანდაზების გააზრება. ბზუისო, (3 წუთი).
3.      საშინაო დავალება
      მოსწავლეებს დავალებად მიეცემათ აქტივობის რვეულებში შეასრულონ 80 გვერდზე მოცემული #2 სავარჯიშო, ტექსტში უნდა ჩასვან გამოტოვებული მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვები. (2წუთი).
4.    შეფასება
 მინი-დისკუსია, სავარჯიშოს შესრულება.
განმავითარებელი კომენტარის სახით.

10. რესურსები

ტექნიკა და რესურსები -  მასწავლებლის ნოუთბუკი, 26 მოსწავლის ბუკი, დედაენის წიგნი, ,,ჩვენი გარემო“, ცარცი, დაფა, საწერი კალამი. 

ინფორმაციის წყარო ,,დედაენის“I კლასის სახელმძღვანელო. ავტ. ნ. მაღლაკელიძე, ე. მაღლაკელიძე; ,,ქართული ენა და ლიტერატურა“ I კლასი, მასწავლებლის წიგნი. PowerPoint-ის პროგრამა. www.Mirgif.com. www.youtube.com/watch?v=JMYqQI6u6DA  https://www.youtube.com/watch?v=d5WAnIz5UCA&feature=share
 google. ვიკიპედია

                      

                 

 

 

 

                 შეფასების ფურცელი

 




               1

2
             3
            4
ვერ ისმენს და ვერ იგებს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილ მცირე ზომის ტექსტებს და ვერ გამოხატავს თავის დამოკიდებულებას.

ისმენს და იგებს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილ მცირე ზომის ტექსტებს, მაგრამ ვერ გამოხატავს თავის დამოკიდებულებას.
ისმენს და იგებს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილ მცირე ზომის ტექსტებს და დაუსაბუთებლად გამოხატავს თავის დამოკიდებულებას.
ისმენს და იგებს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილ მცირე ზომის ტექსტებს და დასაბუთებულად გამოხატავს თავის დამოკიდებულებას.
ვერ ამოიცნობს მარტივი ტექსტის არსებით ენობრივ-გრამატიკულ ნიშნებს.


ზოგჯერ ამოიცნობს მარტივი ტექსტის არსებით ენობრივ-გრამატიკულ ნიშნებს.
უმეტესწილად ამოიცნობს მარტივი ტექსტის ენობრივ-გრამატიკულ ნიშნებს.
სწრაფად და უშეცდომოდ ამოიცნობს მარტივი ტექსტის ენობრივ-გრამატიკულ ნიშნებს.