,,ო,ენავ ჩემო, დედაო ენავ!"
იმ დღეს პირველკლასელებს თბილი დილა მიესალმათ და მზე – საოცარი ფენომენი – შემოეგებათ და მიაცილა ფერად-ფერადი ყვავილებით გაფორმებულ სცენამდე, იქ კი უკვე თვალმერცხალა გოგო-ბიჭები ზეიმობდნენ პირველი კლასის დასრულებას. სსიპ ქ.ქუთაისის # 14 საჯარო სკოლის I ა კლასი (კლასის ხელმძღვანელი ნინო ელბაქიძე) უწევდა სტუმრებს. მოსწავლეთა მიერ ჩატარებული ღონისძიება პოეტური სახელწოდებით – ,,ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ“ ნამდვილ დღესასწაულად იქცა პატარებისათვის, მაყურებლებისათვის. ლიტერატურულ-მუსიკალურ წარმოდგენაზე ქართული ლიტერატურის საგანძურიდან ამოღებულ ზოგიერთ ნიმუშთან ერთად გოგებაშვილის მოთხრობებიც იქნა გაცოცხლებული, სცენაზე თავად ,,იაკობი’’ შემობრძანდა და ყვავილების ბაღნარში იაც აღმოაჩინა. და იყო კიდევ ერთი რამ – ერთი შეხედვით უჩვეულო, მაგრამ საოცრად ფაქიზი და დახვეწილი – მცირე ნაწილი თავად ნინო ელბაქიძის შემოქმედებისა, სადაც უხვად იყო ლექსად დაღვრილი სითბო და სიყვარული: ,,მე მზის ქვეშეთში დავიბადე,შავ ზღვასთან ახლოს, ამ მთა-ველებმა ჩამიკრეს და შემისისხლხორცეს, მე ქეთევანის და თამარის მიწაზე ვსახლობ და საქართველოს სიყვარულში მინდა ვიწვოდე! ბერო ლუხუმო,ძველებურად კვლავ წინ გაგვიძეხ, კვლავ შეგვახსენე,ხევისბერო, ,,ვისი გორისვართ“, ქრისტევ ჯვარცმულო,საქართველოს ნუ გაუჭირვებ, თორემ ქართველი სამშობლოსთვის თავსაც მოიკლავს! მე მზის ქვეშეთში დავიბადე,ამ მიწის გულზე, ამ მთა-ველებმა ჩამიკრეს და შემისისხლხორცეს, მე დავიბადე კავკასიის განიერ შუბლზე და საქართველოს სიყვარულში მინდა ვიწვოდე!“
ლიტერატურულ-მუსიკალურმა კომპოზიციამ მაყურებლის მოწონება და ოვაციები დაიმსახურა.
ამჯერად მე-4 ა კლასზე მინდა გესაუბროთ. მათ დამრიგებელზე ქალბატონ მაია ონიანზე. პირველი-მეოთხე კლასი ის დროა მეგობრობას რომ ეჩვევიან. ერთ გუნდად შეკვრას სწავლობენ და რა ბედნიერია ადამიანი ვინც ამას ახერხებს. მთელი ეს წლები ქალბატონი მაია რუდუნებით მუშაობდა თითოეულ ბავშვთან მათი ჭირისა თუ ლხინის მოზიარე იყო. ხშირ შემხვევაში დედობის გაწევაც უწევდა თავისი მოსწავლეებისათვის. ყველას თანამოაზრე და გულწრფელი გულშემატკივარი იყო. ამ შრომაში გაილია 4 წელი და დადგა გამომშვიდობების დრო. რასაკვირველია იყო ძალიან ბევრი მოგონება, ბევრი ცრემლი, ემოცია, კმაყოფილი მშობლები და ბედნიერი ბავშვები. შემაჯამებელი ღონისძიება ემოციური გამოდგა. იგი ქუთაისის #23 ბაღში გაიმართა.
კმაყოფილებას ვერ ფარავდნენ მშობლები, ბაღის თანაშრომლები. ღონისძიებას ტექნიკურად აფორმებდა სკოლის მასწავლებელი ვალერი ვოლჩანსკი. ძალიან ლამაზი საღამო გამოვიდა. გადაფრინდნენ მაია მასწავლებლის ბუდიდან მისი გაზრდილები ამაყები, თავდაჯერებულები, საჭირო უნარ-ჩვევებით აღჭურვილები. გვინდა გზა დავულოცოთ მათ. მომავალშიც ულევი წარმატებები ვუსურვოთ. მაია მასწავლებელი კი მზადაა ახალ თაობას გაუკვალოს გზა ცხოვრების უსწორმასწორო ბილიკებზე.
2014 წლის 11 ივნისს ქუთაისის #14 საჯარო სკოლოს მე-4ბ კლასში (კლ ხელმძღვანელი ხათუნა გვიშიანი) ჩატარდა გამოსაშვები ღონისძიება
ახალი წელი
1ა კლასში
კმაყოფილებას ვერ ფარავდნენ მშობლები, ბაღის თანაშრომლები. ღონისძიებას ტექნიკურად აფორმებდა სკოლის მასწავლებელი ვალერი ვოლჩანსკი. ძალიან ლამაზი საღამო გამოვიდა. გადაფრინდნენ მაია მასწავლებლის ბუდიდან მისი გაზრდილები ამაყები, თავდაჯერებულები, საჭირო უნარ-ჩვევებით აღჭურვილები. გვინდა გზა დავულოცოთ მათ. მომავალშიც ულევი წარმატებები ვუსურვოთ. მაია მასწავლებელი კი მზადაა ახალ თაობას გაუკვალოს გზა ცხოვრების უსწორმასწორო ბილიკებზე.
2014 წლის 11 ივნისს ქუთაისის #14 საჯარო სკოლოს მე-4ბ კლასში (კლ ხელმძღვანელი ხათუნა გვიშიანი) ჩატარდა გამოსაშვები ღონისძიება
ბავშვები თავიანთი ლექსებითა და სიმღერებით მოეფინენ ნაწილებად დაყოფილ და დანაწევრებულ საქართველოს და მოუწოდეს ყველა კუთხის შვილებს გაერთიანებისკენ, გამთლიანებისკენ. შესთხოვეს ღმერთს, რომ მალე დამდგარიყოს ის დღე, როცა ყველა ერთად დავანთებთ გამარჯვების სანთელს.
ეს ღონისძიება იყო შემაჯამებელი ღონისძიება, რითაც მე-4ბ კლასის მასწავლებელმა ქალბატონმა ხათუნა გვიშიანმა გააცილა თავისი აღზრდილები და გზა დაულოცა მათ.
ახალი წელი
ახალი წელი მე-4 ბ კლასში
2014 წლის 19 დეკემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის #14 საჯარო სკოლის მე-4ბ კლასში (დამრიგებელი თამილი ბერაძე) ჩატარდა საახალწლო ღონისძიება. ბავშვებმა სტუმრებს მიულოცეს დამდეგი ახალი წელი და ნიკოლოზობის ბრწყინვალე დღესასწაული. მაყურებელი მოიხიბლა საახალწლო სიმღერებით, ლექსებითა და ქართული ხალხური ცეკვებით. პატარა ინგლისელებმა ინგლისური ლექსები და სიმღერებიც წარმოადგინეს. ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევდა მონაწილეთა გულწრფელი სურვილი საქართველოს გაერთიანებისა და გაძლიერებისა. ბოლოს თოვლის ბაბუამ დაასაჩუქრა მონაწილეები. ზეიმს სკოლის დირექტორთან და მასწავლებლებთან ერთად ესწრებოდნენ ქუთაისის #33 ბაგა-ბაღის ფილიალის დირექტორი და აღმზრდელები. მოწვეული სტუმრები კმაყოფილებას ვერ ფარავდნენ. ეს ლამაზი საღამო დიდხანს ემახსოვრებათ ბავშვებსა და მაყურებლებს.
სკოლა კიდევ ერთხელ ულოცავს მე-4ბ კლასს დამდეგ ახალ წელს და წარმატებებს უსურვებს მათ და მათ დამრიგებელს ქალბატონ თამილი ბერაძეს.
ახალი წელი
1ა კლასში
ულამაზესი დღე იყო მაია ონიანის სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებისათვის 2014 წლის 26 დეკემბერი. ბავშვები საახალწლო განწყობით მოვიდნენ სკოლაში და საუკეთესო წუთები აჩუქეს დამსწრე საზოგადოებას. იყო სიმღერა, ცეკვა და მხიარული განწყობა. ბავშვებს სტუმრობდნენ ნიღბების თეატრის მსახიობები და კიდევ უფრო გაალამაზეს დღე. ზღაპრის გმირები, პეპი, კარლსონი მიკი და მიმი, წინა წლის სიმბოლო ცხენი და ახალი წლის სიმბოლო ცხვარი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მოსწავლეთა გამხიარულებაში. საღამო დააგვირგვინა თოვლის ბაბუამ, რომელმაც საახალწლოდ ტკბილეული დაურიგა პატარებს. ბავშვებს დიდხანს გაჰყვებათ ის განწყობა, რომელიც იმ დღეს ჰქონდათ.
საახალწლო
მეჯლისი 2 ა კლასში
ახალი წლის მოახლოება აღნიშნეს სსიპ ქ,. ქუთაისის # 14 საჯარო სკოლის 2 ა კლასშიც (კლასის ხელმძღვ. ნინო ელბაქიძე). ბავშვებმა დაუვიწყარი საღამო გაატარეს ზღაპრებისა და მულტფილმების გმირებთან ერთად, თოვლის ბაბუასან საჩუქრებიც მიიღეს და კლასის სახელობის ვარსკვლავიც გახსნეს.
ახალი წელი 3 ბ კლასში
ულამაზესი დღე იყო ნანული გაგოშიძის სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებისათვის 2014 წლის 26 დეკემბერი.
საღამო დააგვირგვინა თოვლის ბაბუამ, რომელმაც საახალწლოდ ტკბილეული დაურიგა პატარებს. ბავშვებს დიდხანს გაჰყვებათ ის განწყობა, რომელიც იმ დღეს ჰქონდათ.
საახალწლო
მეჯლისი I ბ კლასში
ახალი წლის მოახლოება აღნიშნეს სსიპ ქ,. ქუთაისის # 14 საჯარო სკოლის პირველ ბ კლასშიც (კლასის ხელმძღვ. ხათუნა გვიშიანი). ბავშვებმა დაუვიწყარი საღამო გაატარეს ზღაპრებისა და მულტფილმების გმირებთან ერთად.
პროექტი მე -4 გ კლასში
ა.წ. 4.02.2015 IVგ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ნათია მესხორაძე) იმუშავეს პროექტზე ,, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე’’, რომლის მიზანი იყო გაცნობოდნენ საქართველოს ისტორიას 1089-1125 წლებში. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიძიეს და დაამუშავეს ინფორმციები დავით აღმაშენებელზე და მისი მეფობის ხანაზე. პროექტის დასრულების შემდეგ დავათვალიერეთ ქალაქის ეთნოგრაფიული მუზეუმი.
მოსწავლეებს გამოუმუშავდათ კვლევის, კომუნიკაციის და ძიების უნარ-ჩვევები. ძალიან მოეწონათ მუზეუმი, განსაკუთრებით ძვ. წ.აღ. დროინდელი ნივთები და ეროვნული სამოსი.
პროექტი მე-4 ბ კლასში. ქალაქ ქუთაისის N14 საჯარო სკოლის მე-4 ბ კლასის მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ერთიანი საქართველოს მეფე თამარი. ისინი ულოცავენ სრულიად საქართველოს თამარობის ბრწყინვალე დღესასწაულს და უსურვებენ ჩვენს ქვეყანას ისეთი ძლიერი და ერთიანი ყოფილიყოს, როგორიც თამარის დროს იყო.
Комментариев нет:
Отправить комментарий