გვერდები

пятница, 16 января 2015 г.

მთავარი

          მასწავლებლის ათი მცნება                                   (ჯორჯ პოია)




1.გაინტერესებდეს საქმენი შენნი.

 2.იცოდე საგანი შენი. 

3.უწყოდე,რა გზით შეიძლება შენთვის აუცილებელის 
შესწავლა,რამეთუ შესწავლის საუკეთესო 
საშუალებაა,ოდეს თავად აღმოაჩენ.

 4.ჰხედვიდე მოწაფეთა სახეებზე ფიქრსა მათსა,რას ელიანშენგან.პატივ-ეც სატკივარსა მათსა.ძალ- გედვას,მათს ადგილზე საკუთარი თავისა ხილვად.

 5.არა თაყვანი- ეც მწირსა ინფორმაციასა,ისწრაფვოდე,დააჩვიო მოწაფე სჯასა,თანმიმდევრული მუშაობის უნარსა და კეთილ-ჰყავ წესი აზროვნებისა მისისა. 

6.დააჩვიე ყმაწვილი მიხვედრასა.

 7.დააჩვიე ყმაწვილიმტკიცების წესსა და რიგსა. 

8ჰპოვე ამოცანაში ის, რაც საზოგადოა,რაც შეიძლება სხვა ამოცანის ამოხსნაში გამოგადგეს.აღმოაჩინე ზოგადი მეთოდი. 

9.არა აუწყო მოწაფესა შენსა საიდუმლო მეცნიერებისა მყისიერად,რაითა თავად მოწაფემან გამოიცნოს საიდუმლო იგი,ვიდრე განუმარტავდე შენ,თავად იპოვონ,რაც შეიძლება მეტი. 

10.კურთხეულ არს მისახვედრი მითითებანი,იძულებით ნუ მოახვევ შეგირდს საკუთარსა აზრსა. იყო კარგი მასწავლებელი ეს ძალიან რთულია. იყო კარგი მასწავლებელი ეს გმირობის ტოლფასია. იყო კარგი მასწავლებელი ეს ბედნიერებაა.


 მასწავლებლის ათი მცნება  (გაბრიელა მისტრალი)




1. გიყვარდეს მთელი სულითა და გულით, თუ სიყვარული არ შეგიძლია, ნუ ასწავლი ბავშვებს.


2. ასწავლე სადად, უბრალოდ, ისე, რომ მთავარი არ გაგეფანტოს.

3. გაიმეორე, როგორც ბუნება იმეორებს, ვიდრე არ მიაღწევს სრულყოფილებას.

4. ასწავლე ისე, რომ გახსოვდეს მშვენიერება, რადგან იგი დედაა ყოველივესი.

5. იყავი გულანთებული. ლამპრები რომ აანთო, ცეცხლი უნდა გქონდეს გულში. 

6. სული შთაბერე გაკვეთილს. ყოველ გაკვეთილს სული უნდა ედგას ცოცხალ არსებასავით.

7. იზრუნე შენი სულის ამაღლებაზე. რომ გასცე, უნდა გქონდეს.

8. გახსოვდეს, შენი პროფესია ხელობა კი არა, ღვთისმსახურებაა. 

9. ყოველდღე, გაკვეთილის დაწყებამდე, საკუთარ სულში ჩაიხედე, წმინდა თუ გაქვს გული.

10. იფიქრე იმაზე, რომ ღმერთმა შენ დაგაკისრა ხვალინდელი დღის შექმნა. 



Комментариев нет:

Отправить комментарий